Sunday, February 28, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვისწავლეთ გუგლდრაივში ერთობლივი მუშაობა.გავეცანითპროექტზე მუშაობის რესურსებს და ნაწილობრივ შევავსეთ იგი.მივიღეთ რეკომენდაცია სასწავლო პროცედურების დაწერაზე.

Saturday, February 27, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

გავიმეორეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის შედგენა როგორ ხდება. შევიტანეთ შესწორებები,სათანადო რეკომენდაციების გათვალისწინებით.დავიწყეთ მუშაობა პროექტის შეფასების გეგმაზე.პორტფოლიო გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

Sunday, February 21, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

გავიმეორეთ წინა მეცადინეობაზე ნასწავლი მასალა;ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში.გავაკეთეთ მასწავლებლის პრეზენტაცია.გავეცანით საავტორო უფლებების შაბლონებს. დავალებად მოგვეცა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა.

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Saturday, February 20, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

გავიმეორეთ წინა მეცადინეობაზე ნასწავლი მასალა.ბლოგზე ავტვირთეთ მიმართულების მიმცემი კითხვები,მოვისმინეთ ტრენერის უკუკავშირი.ვიმუშავეთვირტუალურ დისკზე.

მიმართულების მიმცემი შეკითხვები

ზოგადი შეკითხვა

  • .ნამდვილად საჭიროა სიზუსტე?
თემატური შეკითხვები;
  •  .რა არის ოქროს კვეთა და როგორ გამოიყენება იგი ბუნებასა და ხელოვნებაში?
  • როგორ შეუძლია მათემატიკას დაეხმაროს ადამიანს ბუნების სილამაზისა და ჰარმონიულობის აღქმაში?
 შინაარსობრივი შეკითხვა
  • როგორ ხდება მონაკვეთის გაყოფა მოცემული შეფარდებით?

Sunday, February 14, 2016

მესამე დღის რეფლექსია

დავამთავრეთ ბროშურაზე მუშაობა;ბლოგზე დავწერეთ არჩეული პროექტის იდეა.ესგ-ს გამოყენებით,შევარჩიეთ შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები.დავიწყეთ პროექტის გეგმის შევსება. მივიღეთ საშინაო დავალება.

სასწავლო ამოცანები

მოსწავლეები შეძლებენ;


  •  .დამატებიითი ლიტერატურისა და სხვა რესურსების მოძიებას , დახარისხებას , შემოქმედებითად დაკავშირებას პროექტის თემასთან.
  • მასწავლებელთან და თანაკლასელებთან თანამშრომლობას.
  • მონაკვეთის გაყოფას ოქროს კვეთით.
  • მოძიებული რესურსების დამუშავებას,პრეზენტაციისათვის მომზადებას და ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენას.

Saturday, February 13, 2016

ჩემი პროექტის იდეა

  ოქროს კვეთის შესახებ სასკოლო სახელმძღვანელოში მცირე ინფორმაციაა მოცემული.
 ამ პროექტზე მუშაობისას  მოსწავლეები იხსენებენ მონაკვეთის გაყოფას მოცემული რიცხვების პროპორციულ ნაწილებად; გაიფართოვებენ თვალსაწიერს;გაეცნობიან მონაკვეთის გაყოფას ოქროს კვეთის პროპორციით;მათემატიკის გამოყენების ნიმუშებს ხელოვნებასა და ბუნებაში;გარემომცველი სამყაროს სილამაზისა და ჰარმონიის კანონებს.განუვითარდებათ დამატებითი ლიტერატურის მოძიების სხვადასხვა გზით წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის,ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევები.

მეორე დღის რეფლექსია

ერთმანეთს გავაცანით არჩეულო პროექტის იდეები. დავიწყეთ ბუკლეტის შექმნა.მეცადინეობა საკმაოდ დატვირთული იყო.

Friday, February 12, 2016

ინტელის ტრენინგი დაიწყო...

        ვფიქრობ,ვისწავლი როგორ   შეიძლება გამოვიყენო ტექნოლოგიები, ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ასამაღლებლად.